რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
გაჭირვებულები
ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.
შემოწირულია
₾1,796.71
დონორი
112
მრავალშვილიანი ოჯახები
ბადრი (მამა, 54 წლის): ღამის 4 საათი იყო, როდესაც საშინელი ხმაური შემოგვესმა. მძინარე ბავშვები ხელში ავიტაცე და გარეთ გავვარდი. ტრაგედიის წინა დღეს სხვა ოთახში გადასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ, უბედურების მოახლოება გულმა გვიგრძნო. შიშით ვიძინებდით, გვეშინოდა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა ჭერი. ყველაზე დიდი საშინელება მოხდა. მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების დანახვა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. როგორ შეიძლება, ამხელა უბედურებამ ვინმე გულგრილი დატოვოს?! რვა ბავშვი გვემუდარება, რომ დავეხმაროთ. მათ არ სურთ ცხოვრება ასეთ საშინელ პირობებში, ტირიან, სახლში დაბრუნება ისე ძალიან უნდათ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად შევაკეთოთ სახლის სახურავი ამ ოჯახისთვის, რომელმაც რვა მშვენიერი და გულმართალი ბავშვი აჩუქა საქართველოს.
₾6,466.51
363
ავადმყოფი ზრდასრულები
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!
₾9,222.92
514
საკუთარი შვილების საწამებელი ოთახი! თუ ჩვენი სიყვარულით არ გავათბობთ მათ, ძალიან მალე გამოუსწორებელი უბედურება მოხდება! გვთხოვს, რადგან არ სჯერა, რომ მთელი ოჯახი სამუდამო ტანჯვისთვის გაწირა უფალმა. მისი მეუღლე, ავთანდილი, ოჯახური ძალადობის გამო ერთხელ უკვე აღმოჩნდა ციხეში. მთვრალი მხეცი, რომელიც შიშის ატმოსფეროს ქმნიდა, მისი ცოლი და შვილები კი — რუსუდანი და ტარიელი — შიშისა და ძალადობის მუდმივი მსხვერპლი იყვნენ! როგორც კი მხეცი ციხიდან განთავისუფლდა, კვლავ აღმოჩნდნენ მის ტყვეობაში. რუსუდანი უკვე 23 წელია თავის სამყაროში ცხოვრობს. მას მეგობრები არასდროს ჰყოლია და მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრება „ტარიელს ყველაფრის ეშინია. სიტყვა „მამის“ გაგონებაც კი მასში შიშს იწვევს, ხელები უკანკალებს და ენა ებმის“
₾2,232.00
114
ავადმყოფი ბავშვები
კარინა: „მე და ჩემი გოგონა ასე ვვარჯიშობთ ყოველდღე. ჩვენი მკურნალობაც სულ ეს არის! ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს! მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდივარ!“ „უბედურება კიდევ ის არის, რომ მეც საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს! კონსულტაციაზე წასასვლელად კი ფული არ მაქვს! ხანდახან განძრევაც არ შემიძლია… და გული მიკვდება, შვილს რომ ვუყურებ!“ შვილის ჯანმრთელობის გამო, რის გაკეთება შეუძლია დედას? რაზეა წამსვლელი? რამდენი დღე უნდა იშიმშილოს ან დახეული ფეხსაცმლით იაროს, ოღონდ თავის ერთადერთ სიხარულს არ მოაკლდეს რამე? ნეტავ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ჯოჯოხეთურ, მომაკვდინებელ თავის ტკივილებს ყურადღება არ მიაქციოს? „შვილი ჩემთვის მთელი სამყაროა. მის გარდა, არავინ მყავს, სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად! არც კი ვიცი, თავის გატანას როგორ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ღმერთს უყვარს ჩემი ჯულიეტა და არ მიგვატოვებს“.
₾2,354.28
200
„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!
₾5,506.64
302
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
“სოციალურმა პარტნიორობამ” 2014 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ქალაქ ქობულეთში გენერალ მაზნიშვილის სახელობის პანსიონი გახსნა
₾190.00
13
შინ მოვლა
შინმოვლის პროგრამა სახლს (საწოლს) მიჯაჭვული ადამიანებისთვის 2012 წლიდან მოქმედებს და დღესდღეობით გვყავს 600 პაციენტი
₾4,782.42
167
ჩვენ ვამაყობთ თბილისისა და ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებით, რომელიც მოწყობილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
₾2,343.99
159
დავეხმაროთ ოჯახს
საქართველოში დაახლოებით 70 000 ბავშვი ვერ იღებს საჭირო ოდენობის საკვებს.
₾3,208.31
106
დღის ცენტრი
პროგრამის მიზანი – გაჭირვებული ადამიანებისთვის ტანსაცმლის მიღებისა და განაწილების სისტემის ორგანიზება.
შემოგვიერთდით!
₾2.00
1
სასადილო
„პროდუქტების შეგროვება საქველმოქმედო პროექტია, რომლის ფარგლებშიც ფონდის მოხალისეები აგროვებენ კვების პროდუქტებს ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანები…