რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!
შემოწირულია
₾22,511.97
დონორი
1438
გაჭირვებულები
ის ნაძირალა ციხეშია, მაგრამ ბავშვებს ეს მოსიყვარულე დედას ხომ, ვერ დაუბრუნებს?! ეკატერინეს 2 წლის წინ საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – კიბო! მკერდი მოჰკვეთეს, ჩაუტარდა ქიმიო თერაპია. დაავადება ხან უკან იხევდა, ხან ბრუნდებოდა. ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯებოდა ეს საბრალო ქალი! რაოდენ მძიმეა, სიკვდილის წინ საყვარელ და მოსიყვარულე შვილებთან დამშვიდობება! მაგრამ ის, როგორც ეპყრობოდა თავისი ქმარი, კიბოსაც კი ვერ შეედრება. ისე გაამწარა, რომ ამის გამო ციხეშიც აღმოჩნა! ამ ნაძირალას ბავშვებზე არც უფიქრია… მასში ადამიანობა არაყმა ჩაკლა! შორენა (13 წლის): დედიკო ჩვენს დაცვას ცდილობდა და არ გვეუბნებოდა ბევრ რამეს! არავის ეწუწუნებოდა ისევე, როგორც ყველა ქართველი ქალი. მაგრამ მე, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაარტყა მამამ ოპერაციის მერე, მთვრალი იყო და ღრიალებდა: „როდის მოკვდები ბოლოს და ბოლოს?!“ როდესაც ვცადე დამეცვა, ხელი მკრა მეც. დედიკო ხშირად ტიროდა. იცოდა, რომ კიბო ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ითმენდა, გვუბნებოდა, რომ მარტოს არ დაგვტოვებდა, მაგრამ დაპირება ვერ შეასრულა.
₾14,958.26
1038
7 წლის გიორგის ლამაზ, ქართულ თვალებში მთელი ჩვენი მიწის ტკივილი ჩანს! მას ძალიან შია! მაგრამ მას და მის უფროს ძმას, ლაშას, მთელი დღის საკვებად ერთი ნატეხი პური აქვთ! გიორგის ძალიან ეშინია, რომ ლაშამ სულ არ მიითვისოს ის! ასე ცხოვრობენ ამ დანგრეულ ადგილას, რომელსაც ფარდულსაც ვერ უწოდებ. ფანჯარაც კი არ აქვთ. ოთახში სინათლე მხოლოდ კარიდან შემოდის. ჭერსა და კედლებს იმდენად დიდი ბზარები აქვს, რომ შიგნით ქათმების დაბინავებაც კი საშიში იქნებოდა! აქ ცხოვრობს, თუკი შეიძლება ამას ცხოვრება ეწოდოს, ორი მუდმივად მშიერი ბავშვი — გიორგი (7 წლის) და მისი უფროსი ძმა ლაშა (10 წლის) და მათთან ერთად მათი თითქმის უსინათლო და მძიმედ დაავადებული დედა, მადონა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდია.
₾14,948.37
715
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება…“ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს. ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი. მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!
₾8,145.53
577
მრავალშვილიანი ოჯახები
ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ აქ ბავშვები იტანჯებიან! მათ არა მხოლოდ ეს ობით მოწამლული ჰაერი ახრჩობთ, არამედ ისიც, რომ ზემოდან უყურებენ თანატოლები და ზოგიერთი მასწავლებელიც კი! შორენა (დედა): როგორ ავუხსნა მასწავლებელს, რომ ჩემი შვილისთვის ვერ ვყიდულობ კომპიუტერს? რომ, ცხოვრების ბოლომდე ვერ შევძლებ ამხელა თანხის შეგროვებას? მეუბნება: „ყველამ შეძლო და შენც უნდა უყიდო“. ეს სისასტიკეა! როდესაც ფული არ გაქვს, ყველა ზემოდან გიყურებს და ადამიანადაც არ გთვლის… ნინო (13 წლის): ბავშვები დამცინიან, მაჩვენებენ თავიანთ ახალ ტანსაცმელს და ხითხითებენ. ჩვენ კი, არაფერი გვაქვს. საერთოდ არაფერი. ახლახან ყველას სიცხე გვქონდა, დედაჩემი კი წამლებსაც ვერ ყიდულობდა. – შორენა, იმ წუთიდან, რაც თქვენს სახლში შემოვდგი ფეხი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, აქ როგორ ცხოვრობთ? შორენა: თუ შეიძლება, ამას ცხოვრება დავარქვათ… უბრალოდ ვცდილობთ, არ დავიხოცოთ. გავუძლებთ, რამდენსაც შევძლებთ. მაგრამ, უკვე აღარ შეგვიძლია. ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, უკუღმართად წავიდა ჩვენი საქმე.
₾9,199.18
539
ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!
₾560,187.74
43283
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მას შემდეგ, რაც რუსუდანი ჩვენთან მოვიდა, მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, გოგონას მოეხსნა სტრესი, გახდა კომუნიკაბელური, აქტიური და საკმაოდ სიმპათიური…
სამი წლის, ფეხშიშველი საბა გაყინულ, ბეტონის იატაკზე, ჩვენთან შესახვედრად გამოიქცა… სიყვარულის საოცარი ისტორია, მხიარული ბიჭუნა საბა და მშვენიერი გოგონა, ანა – სულ ეს არის ქაჯაიების ოჯახის მთელი სიმდიდრე. მაგრამ სამაგიეროდ, რა ძლიერები არიან ისინი სულითა და უფლის რწმენით!
₾1,019.50
94
ხათუნა 29 წლის არის. გაჭირვებით იხსენებს, ბოლოს როდის დადგა მიწაზე ფეხი, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. „სიზმარშიც კი ვერ ვიხსენებ, როგორ დავდიოდი. – დანანებით ამბობს ხათუნა. – ის კი მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!“ დედა გახდა მისი ხელებიც და ფეხებიც. დედა გახდა მთელი სამყარო საბრალო ხათუნასთვის. თანატოლები, ისე ექცევიან, როგორც პატარას, ბავშვებს ეშინიათ და თითს იშვერენ მისკენ… ეს ძალიან მტკივნეულია. რამდენჯერ მოუკლა ამ ყველაფერმა, ხათუნას და მის მფარველ ანგელოზს – დედას, დარეჯანს, ისედაც ნატანჯი გული.
₾4,295.15
296
ანა, უამრავჯერაა გაკერილი, მას დაუკემსეს მუცელი და იღლია, მაგრამ ის მაინც ნაწილებად იშლება. გვერდებიდან ბამბები სცვივა. „მისი შეკერვა უკვე აღარ შეიძლება, თორემ საერთოდ დაიხევა, მუცელში აღარაფერი დარჩება“ – ფრთხილად ეხუტება 6 წლის მილენა თავის ერთადერთ თოჯინას. ამ სახლში არა მხოლოდ თოჯინა, ყველაფერი ძველი, ათასჯერ გადაკერებული და შეკეთებულია. აქ მილენას და მისი დახეული თოჯინას გარდა კიდევ 7 წლის ნატა, 8 წლის მაქსი და მათი დედა – მარიკა ცხოვრობენ.
₾2,076.50
152
ექვსი თვის წინ ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ახლადგარემონტებული ოთახები, ლამაზი ავეჯი, ტექნიკა და ყველა ოცნება…
₾1,915.00
128
იშვილე მშობელი
ვოცნებობ, რომ მოძრაობა და ნორმალურად სუნთქვა შევძლო!
₾393.00
42