რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!

ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!

შემოწირულია

₾9,222.92

დონორი

514

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

მოიფიქრე ისეთი რამე, რომ ჩემი მამიკო აღარ მოკვდეს!

დანგრეული სახლის ცარიელი ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში, გატეხილ საწოლში წევს დიდი ოჯახის მამა! მის თვალებში შიშია. შიში მისი ოჯახის თითოეული წევრის მიმართ! მისი ცრემლები, ამ ქვეყნად ყველაზე მწარეა!
უჰაერობის შეტევების დროს, ის სამუდამოდ ემშვიდობება თავის ცოლშვილს! საშინელებაა! მაგრამ მისი ისტორია მხოლოდ პირადი ტრაგედია არაა, ეს ყველა ქართველი უმწეო და ავადმყოფ ადამიანს სულის ამოძახილია! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი! მეგობრებო, ჩვენ ყველამ ვიცით ეს სიბრძნე! და ვერავის იმედად ვერ ვიქნებით საქართველოში – მხოლოდ საკუთარი თავის.დავეხმაროთ ოჯახს! ჩვენ ხომ მათი ბოლო იმედი ვართ!

შემოწირულია

₾25,668.16

დონორი

2064

დიახ! მსურს დახმარება!

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

თქვენს წინაშე, ცოცხალი ადამიანია, და არა ლეში!

უკვე 13 წელია, რაც თავის საწოლში წევს, რომელიც მისთვის მთელი სამყარო გახდა. სამყარო რომლიდანაც დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, რომლიდანაც შეუძლებელია თავის დაღწევა! ახლა, ის 59 წლისაა. იმის მტკიცებულება კი, რომ ის ცოცხალია, და ოდესღაც ბედნიერად ცხოვრობდა, არის მხოლოდ სურათების ალბომი. „ვინ დაიჯერებს იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ზურგზე ჩანთა მოკიდებულმა, მთელი საქართველო ფეხით შემოვიარე? იმას, რომ ლამაზი ვიყავი და მიხაროდა ყოველი დღის გათენება? არავინ! მგონი, უკვე, მეც ვეღარ ვიჯერებ“.

შემოწირულია

₾2,284.21

დონორი

157

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
49 - 54 of 186 items
1 7 8 9 10 11 31