რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
დანგრეული სახლის ცარიელი ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში, გატეხილ საწოლში წევს დიდი ოჯახის მამა! მის თვალებში შიშია. შიში მისი ოჯახის თითოეული წევრის მიმართ! მისი ცრემლები, ამ ქვეყნად ყველაზე მწარეა! უჰაერობის შეტევების დროს, ის სამუდამოდ ემშვიდობება თავის ცოლშვილს! საშინელებაა! მაგრამ მისი ისტორია მხოლოდ პირადი ტრაგედია არაა, ეს ყველა ქართველი უმწეო და ავადმყოფ ადამიანს სულის ამოძახილია! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი! მეგობრებო, ჩვენ ყველამ ვიცით ეს სიბრძნე! და ვერავის იმედად ვერ ვიქნებით საქართველოში – მხოლოდ საკუთარი თავის.დავეხმაროთ ოჯახს! ჩვენ ხომ მათი ბოლო იმედი ვართ!
შემოწირულია
₾25,668.16
დონორი
2064
ავადმყოფი ბავშვები
ხუთი წლის ლიზის სიმწრით აქვს ჩაბღაუჭებული ხმელი პურის ნატეხი. ის ავად არის, ძალიან სუსტია, ცერებრული დამბლით იტანჯება, დაიბადა მგლის ხახით, მაგრამ, პურის ბოლო ლუკმას ვერავინ წაართმევს ხელიდან. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ლიზიც კი ხვდება იმას, რომ ამ ლუკმისთვის თუ არ იბრძოლა, შეიძლება რამდენიმე დღით დარჩეს მშიერი!
₾17,238.40
1172
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!
₾9,222.92
514
გაჭირვებულები
Примите боль этих несчастных всем сердцем! Ведь им не прожить без нашей заботы, без нашей помощи! Они тихо умрут, даже не понимая, отчего умерли! Чиновники, которые не считают их людьми и такими же гражданами Грузии, как остальных, сами не знают, что с ними случится завтра!Все деньги, что мы во имя Господа нашего соберём на их содержание, пойдут на помощь этим несчастным! Предлагайте, друзья, чем помочь этим несчастным? Можем распределить помощь на ближайший год и помогать им продуктами и медикаментами. Что ещё можем сделать? Но на все нужны деньги! И немалые! Мы будем раз в три месяца отчитываться перед вами, друзья, о положении семьи на текущее время! Бог всем в помощь!
₾7,874.17
525
მრავალშვილიანი ოჯახები
ბადრი (მამა, 54 წლის): ღამის 4 საათი იყო, როდესაც საშინელი ხმაური შემოგვესმა. მძინარე ბავშვები ხელში ავიტაცე და გარეთ გავვარდი. ტრაგედიის წინა დღეს სხვა ოთახში გადასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ, უბედურების მოახლოება გულმა გვიგრძნო. შიშით ვიძინებდით, გვეშინოდა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა ჭერი. ყველაზე დიდი საშინელება მოხდა. მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების დანახვა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. როგორ შეიძლება, ამხელა უბედურებამ ვინმე გულგრილი დატოვოს?! რვა ბავშვი გვემუდარება, რომ დავეხმაროთ. მათ არ სურთ ცხოვრება ასეთ საშინელ პირობებში, ტირიან, სახლში დაბრუნება ისე ძალიან უნდათ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად შევაკეთოთ სახლის სახურავი ამ ოჯახისთვის, რომელმაც რვა მშვენიერი და გულმართალი ბავშვი აჩუქა საქართველოს.
₾6,466.51
363
„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!
₾5,506.64
302
„დეიდა, ჩემი დაიკო – თოჯინაა – მას არც საუბარი შეუძლია, არც სიარული… ის კარგი გოგოა და მე ის ისე ძლიერ მიყვარს, მაგრამ მას ძალიან სტკივა და ტირის… მე კი მასთან ერთად ვტირი…“ – ჩუმ-ჩუმად მიყვებოდა 6 წლის თეონა მისი მძიმედ ავადმყოფი დის, ბარბარეს (7 წლის) შესახებ.
₾1,569.83
130
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მეგობრებო, 4 წლის განმავლობაში ჩვენი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ მთავარი მიზანია, სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება აღმოვუჩინოთ მათ…
₾1,567.48
61
– აქ ბევრი გველია, თავად მყავს ნანახი! კედლებში კი ხვრელები გვაქვს და მოულოდნელად, სახლში გველი რომ შემოიპაროს და დაგვკბინოს, რა უნდა ვქნათ?! – თვალებგაფართოებული გვიყვება 10 წლის ბაჩუქი. ის და მისი ძმები: გეგი – 4 წლის, დათო – 12 წლის და მათე – 13 წლის, ნახევრად დანგრეულ, ხის ფარდულში ცხოვრობენ, რომელსაც შეუძლებელია, სახლი უწოდო! – ზამთარში აქ საშინლად ცივა, ზაფხულში კი – ცხელა. სადაცაა, სახლიც ჩამოინგრევა, ისეთ მდგომარეობაშია! – ტირის ოთხი მშვენიერი ბიჭის დედა, იზო (36 წლის) და მუყაოთი „დათბილულ“, ჩამონგრეულ კედლებს გვიჩვენებს, სადაც მათ ცხოვრება უწევთ. – კედლები ერთიანად დალპა! მაგრამ რა გავაკეთოთ? ფული საჭმლისთვისაც კი არ გვყოფნის.
₾1,565.45
69
სამი არაჩვეულებრივი გოგონას დედა, თინათინ გაჩეჩილაძე, რომელსაც სხეულის ორ ნაწილში აქვს სიმსივნე, ითმენდა ჯოჯოხეთურ ტკივილებს და ბაზარში დაჰყვებოდა თავის მეუღლეს, ერნესტს. წვრილმანებს ჰყიდიდა, როგორღაც ცხოვრობდენენ…
₾1,564.00
121
„იცი, რა არასასიამოვნოა, როდესაც გაკვეთილზე ზიხარ, შენი მუცელი კი უცებ ხმამაღლა იწყებს ბუყბუყს და პურის ნაჭერს გთხოვს! ბიჭები ჩემკენ ბრუნდებიან. ფიქრობენ, რომ უკულტურო ვარ… ყოველთვის ისე უდროოდ მთხოვს: „მომეცი, მომეცი“. მან ხომ არ იცის, რომ დღეს დილით ჩემი ძმების ჯერი იყო, ეჭამათ. ისინი პატარები არიან, – უხერხულად გვეუბნება 9 წლის მილენა, უცებ წითლდება (რამე სისულელე ხომ არ თქვა?) და თვალებს ხრის. – მე დიდი ვარ და შემიძლია, მოვითმინო. დათოს და დანის კი არ შეუძლიათ. არაფერი იფიქრო, დეიდა, ისინი კეთილები არიან, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებიან, რომ მეც მშიერი ვარ, დედას კი ფული არ აქვს! მაგრამ შენ? ჩვენი საჩუქრების ფული შენ საიდან მოგაქვს? შენ არ გიბუყბუყებს? – გულუბრყვილოდ მეკითხება ბავშვი და რატრატს აგრძელებს: – მაგრამ სხვა რა გზაა? მე ხომ დიდი ვარ. დედას თანადგომა სჭირდება. მას ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კარგად ვიყოთ. დედის გარდა, ჩვენ არავინ გვყავს.“
₾1,560.65
100
ჩვენ საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“ დახმარების თხოვნით ათი შვილის დედ-მამა ვეფხვია და ნინო ღვალაძეები მოვიდნენ.
₾1,558.78
66