რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
დანგრეული სახლის ცარიელი ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში, გატეხილ საწოლში წევს დიდი ოჯახის მამა! მის თვალებში შიშია. შიში მისი ოჯახის თითოეული წევრის მიმართ! მისი ცრემლები, ამ ქვეყნად ყველაზე მწარეა! უჰაერობის შეტევების დროს, ის სამუდამოდ ემშვიდობება თავის ცოლშვილს! საშინელებაა! მაგრამ მისი ისტორია მხოლოდ პირადი ტრაგედია არაა, ეს ყველა ქართველი უმწეო და ავადმყოფ ადამიანს სულის ამოძახილია! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი! მეგობრებო, ჩვენ ყველამ ვიცით ეს სიბრძნე! და ვერავის იმედად ვერ ვიქნებით საქართველოში – მხოლოდ საკუთარი თავის.დავეხმაროთ ოჯახს! ჩვენ ხომ მათი ბოლო იმედი ვართ!
შემოწირულია
₾25,668.16
დონორი
2064
ავადმყოფი ბავშვები
ხუთი წლის ლიზის სიმწრით აქვს ჩაბღაუჭებული ხმელი პურის ნატეხი. ის ავად არის, ძალიან სუსტია, ცერებრული დამბლით იტანჯება, დაიბადა მგლის ხახით, მაგრამ, პურის ბოლო ლუკმას ვერავინ წაართმევს ხელიდან. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ლიზიც კი ხვდება იმას, რომ ამ ლუკმისთვის თუ არ იბრძოლა, შეიძლება რამდენიმე დღით დარჩეს მშიერი!
₾17,238.40
1172
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!
₾9,222.92
514
გაჭირვებულები
Примите боль этих несчастных всем сердцем! Ведь им не прожить без нашей заботы, без нашей помощи! Они тихо умрут, даже не понимая, отчего умерли! Чиновники, которые не считают их людьми и такими же гражданами Грузии, как остальных, сами не знают, что с ними случится завтра!Все деньги, что мы во имя Господа нашего соберём на их содержание, пойдут на помощь этим несчастным! Предлагайте, друзья, чем помочь этим несчастным? Можем распределить помощь на ближайший год и помогать им продуктами и медикаментами. Что ещё можем сделать? Но на все нужны деньги! И немалые! Мы будем раз в три месяца отчитываться перед вами, друзья, о положении семьи на текущее время! Бог всем в помощь!
₾7,874.17
525
მრავალშვილიანი ოჯახები
ბადრი (მამა, 54 წლის): ღამის 4 საათი იყო, როდესაც საშინელი ხმაური შემოგვესმა. მძინარე ბავშვები ხელში ავიტაცე და გარეთ გავვარდი. ტრაგედიის წინა დღეს სხვა ოთახში გადასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ, უბედურების მოახლოება გულმა გვიგრძნო. შიშით ვიძინებდით, გვეშინოდა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა ჭერი. ყველაზე დიდი საშინელება მოხდა. მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების დანახვა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. როგორ შეიძლება, ამხელა უბედურებამ ვინმე გულგრილი დატოვოს?! რვა ბავშვი გვემუდარება, რომ დავეხმაროთ. მათ არ სურთ ცხოვრება ასეთ საშინელ პირობებში, ტირიან, სახლში დაბრუნება ისე ძალიან უნდათ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად შევაკეთოთ სახლის სახურავი ამ ოჯახისთვის, რომელმაც რვა მშვენიერი და გულმართალი ბავშვი აჩუქა საქართველოს.
₾6,466.51
363
„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!
₾5,506.64
302
„არ ინერვიულო დედა, ჩემს ქორწილში ვიცეკვებთ“ ეს იყო ჩემი შვილის ბოლო სიტყვები, როდესაც ვაცილებდი საოპერაციოში.
₾1,616.39
183
„ნელა, არ წაიქცე, თორემ აქ სასწრაფოც ვერ მოვა, ვეღარც აგაწყობთ, აქედან რომ გადმოვარდე! ჩამკიდე ხელი!“ – პირველი დაბრკოლება გადავლახეთ. ახლა, კიბეზე უნდა ავიდეთ. ესეც ძალიან სახიფათოა.
₾1,615.74
133
ამ ოჯახს საკუთარი საცხოვრებელიც არ გააჩნია. დედა და შვილები ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილის გაპარტახებულ შენობაში, სადაც ანტისანიტარია სუფევს.
₾1,615.50
117
არა, ასეთ საწოლზე არ უნდა ეძინოთ არც გოგონებს, არც ბიჭებს და არც მათ მშობლებს. მაგრამ, როდესაც სხვა არაფერი გააჩნიათ რა უნდა ქნან? როდესაც სოციალური დახმარების თანხა ჰყოფნით მხოლოდ ფქვილსა და მაკარონზე, სხვა რამეებისთვის კი, ფული უბრალოდ არ რჩებათ. სურაჯის და ნატალიას ექვსი შვილი ჰყავთ: ხუთი გოგო და ერთი ბიჭი – შმაგი. ორმა უფროსმა გოგომ ოჯახები შექმნეს და ცალკე ცხოვრობენ. ანა, ნუცა, ელენე და მათი პატარა ძმა შმაგი კი, დედ-მამასთან ერთად ცხოვრობენ საშინელ პირობებში, თვითნებურად დაკავებულ შენობაში. და ყველაფერი, რაც ამ ბინაში გააჩნიათ, არის ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთები, რომელიც გადაყარეს სხვებმა.
₾1,615.00
90
მათ შობის დღესასწაულზეც ეშიებათ და შესცივდებათ; ხოლო როდესაც მეზობელი სახლებიდან შემწვარი გოჭის და ახლად გამომცხვარი ფუნთუშეულის გემრიელი სუნი გამოვა, ისინი ხელში პურს დაიჭერენ, თვალებს დახუჭავენ და წარმოიდგენენ, რაოდენ გემრიელია ეს ყველაფერი… ისინი ამას შეჩვეულები არიან. ისინი ყოველთვის ასე იქცევიან. შიმშილის ატანაც შეიძლება და სიცივის გადატანაც… მაგრამ მერე რა იქნება? ვინ იქნებიან ბავშვები, როდესაც გაიზრდებიან? ვინ გახდებიან ისინი, თუ მათ ბავშვობა არ ჰქონიათ?
₾1,604.11
140
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მეგობრებო, ჩვენი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია მზრუნველობას უწევს 100–ზე მეტ ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
₾1,604.00
106