რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

გაჭირვებულები

You helped

უბრალოდ წაიკითხეთ: „წვიმა ლამაზად ხატავს ჭერზე, წყალი რომ ჩამოდის საწოლებს ადგილს ვუცვლით ხოლმე, რომ არ დავსველდეთ. ძალიან სახალისოა!” ნუ დავუშვებთ, რომ ამ ანგელოზმა გაიგოს ცხოვრების სასტიკი სინამდვილე!

„იცი, რაზე ვოცნებობ ყველაზე მეტად? ბევრი საჭმელი რომ გვქონდეს, კარგად რომ ვჭამოთ, და გავსუქდეთ. მერე კი, ბევრს ვივარჯიშებ, გავხდები „ხუთასი წონა“ და ყველას მოვერევი, ვინც ახლა გვაბრაზებს მე და ჩემს დას. ჯერ არ შემიძლია. ნახე როგორი სუსტი ვარ. ყველა ბავშვს შეუძლია ცუდი სიტყვები მითხრას და თავშიც კი ჩამარტყას, მე კი, მათ პასუხს ვერ ვცემ. ანისაც აბრაზებენ, ეუბნებიან, რომ ლამაზი არ არის. მე კი ვერ ვიცავ მას. დედიკოსაც ვერ ვიცავდი… – ექვსი წლის გიორგი თავის მძიმე ბავშვურ ცხოვრებაზე თვალცრემლიანი ყვება, მძიმედ ამოისუნთქა და დაამატა: – ნეტა, მალე გავიზარდო“.

შემოწირულია

₾1,787.40

დონორი

81

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
25 - 30 of 95 items
1 3 4 5 6 7 16