„თუ შეიძლება, უბრალოდ არ შემაწყვეტინოთ და საუბრის დასრულების საშუალება მომეცით, ჩემო კარგო!“ – ზღურბლიდანვე მაფრთხილებს მძიმედ ავადმყოფი, მშვენიერი ქართველი ქალბატონი, მაია სამადალაშვილი. იგი თავადაც დიდი ხანია, სიკვდილის პირას იმყოფება, მაგრამ თავს იმის უფლებას ვერ აძლევს, რომ მოკვდეს და ავადმყოფი დედა მარტო დატოვოს.