„თუ სიარული ვეღარ შევძელი, მუხლებზე ხოხვაც რომ მომიწიოს, ჩემს შვილიშვილებს არ მივატოვებ! არ დავუშვებ, რომ ცუდად იყვნენ! მე მათ არ დავტოვებ! უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მათ გვერდით ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მარტო არ დარჩნენ!“
8 წლის ჯონის, 11 წლის ლუკას და 12 წლის ნინოს მფარველი ანგელოზი ჰყავთ, სახელად ნუნუ. ის მათთვის ყველაფერია – დედაც, ბებიაც და მეგობარიც. მძიმე ცხოვრებაგამოვლილს და მძიმედ ავადმყოფს, მოვლა და ყურადღება თავად სჭირდება, მაგრამ მას მხრებზე მძიმე ტვირთი დააწვა – შვილიშვილების აღზრდა, რომლებსაც დედა აღარ ჰყავთ.