რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

SOS! SOS! SOS! ოჯახი რვა ბავშვით ქუჩაში დარჩა მას შემდეგ, რაც მათი სახლის სახურავი ჩამოინგრა. მათ არსად აქვთ წასასვლელი და თანაც მძიმედ დაავადებული გოგონასა და ვაჟის მკურნალობისთვის სჭირდებათ ფული!

ბადრი (მამა, 54 წლის): ღამის 4 საათი იყო, როდესაც საშინელი ხმაური შემოგვესმა. მძინარე ბავშვები ხელში ავიტაცე და გარეთ გავვარდი. ტრაგედიის წინა დღეს სხვა ოთახში გადასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ, უბედურების მოახლოება გულმა გვიგრძნო. შიშით ვიძინებდით, გვეშინოდა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა ჭერი. ყველაზე დიდი საშინელება მოხდა. მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების დანახვა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. როგორ შეიძლება, ამხელა უბედურებამ ვინმე გულგრილი დატოვოს?! რვა ბავშვი გვემუდარება, რომ დავეხმაროთ. მათ არ სურთ ცხოვრება ასეთ საშინელ პირობებში, ტირიან, სახლში დაბრუნება ისე ძალიან უნდათ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად შევაკეთოთ სახლის სახურავი ამ ოჯახისთვის, რომელმაც რვა მშვენიერი და გულმართალი ბავშვი აჩუქა საქართველოს. 

შემოწირულია

₾6,466.51

დონორი

363

დიახ! მსურს დახმარება!

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი!

ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ. ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა… და წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო, – თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები იყვნენ (დანაყრებულები – ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა. აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ გვირჩიოთ!

შემოწირულია

₾4,922.96

დონორი

314

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ყველა ჩვენი “ახალი” ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!

მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის – მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება…

შემოწირულია

₾2,117.30

დონორი

113

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
55 - 60 of 228 items
1 8 9 10 11 12 38