რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ ყველაფერი მოგვიტანეს!

სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი გასაჭირის შესახებ გაჩვენეთ და ჩვენი ცარიელი სახლი ავეჯით, ტექნიკითა და ბავშვის ტანსაცმელებით გაივსო! – ამბობს ეთერი. – ერთ კვირაში ყველა პრობლემა მოგვიგვარეთ, რაზეც სხვა ფონდები ხელს იქნევდნენ! თქვენთან მათხოვარივით არ ვგრძნობ თავს, პირიქით, დავინახე გულითადი ყურადღება და მხარდაჭერა. ყოველ წუთს მირეკავს ხალხი. მეკითხებიან, რა მჭირდება, როგორ არიან ჩემი პატარები. მე კი ყველას ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა!“

შემოწირულია

₾5,479.87

დონორი

383

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს

ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“

შემოწირულია

₾2,279.63

დონორი

120

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 2 of 2 items

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე!

ამ ისტორიისთვის, ბევრი, ერთი მეორეზე საშინელი სათაურის მოფიქრება შეიძლებოდა! მაგალითად: „მამამ შემწეობის თანხა მოპარა შვილებს და მიატოვა! ბაბუა კი, გმირია!“, ან „უნამუსო და დაუნდობელი მამები! ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია!“, ან კიდევ: „ნუ დავუშვებთ, რომ სამმა ბავშვმა გაჭირვებაში დამცირებულებმა იცხოვრონ, მოხუცი კი მოკვდეს.“
მეგობარო, უმჯობესი იქნება, სათაური თავად რომ მოიფიქრო, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე ეს ისტორია და შენს შვილებსაც აჩვენე. ნორმალური ადამიანი საკუთარ შვილებს ასე არ მოექცევა!

შემოწირულია

₾14,831.12

დონორი

851

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ვაშა! ვაშა! სიხარულით გაცნობებთ, რომ თქვენმა სიკეთემ ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესა 4 წლის მათეს! გახსოვთ, ბავშვი საწოლიდან ვერ დგებოდა, ახლა კი კეთილი ადამიანების დახმარებით სიარული შეუძლია

ფონდის გულშემატკივრებო, დღეს დიდი ზეიმი გვაქვს და გვსურს, თქვენც გაგიზიაროთ ეს ბედნიერება. 4 წლის მათე, რომელსაც ფეხზე დადგომა არ შეეძლო და რომელსაც საბრალო დედა ოპერაციასაც ვერ უკეთებდა უფულობის გამო, ახლა უკვე ფეხზე დადის. ეს როგორ მოხდა? სწორედ თქვენი დიდი გულისხმიერების შედეგად, კეთილო ადამიანებო. 13 ათას ლარზე მეტი შეგროვდა ბავშვის საზღვარგარეთ ოპერაციისთვის. მარკოიძეების ოჯახში მათე ხელახლა დაიბადა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით, ფონდის ერთგულო მეგობრებო.

შემოწირულია

₾13,874.77

დონორი

781

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

რას გააკეთებდით, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ? რას მოიმოქმედებდით, ლუკმა პური რომ აჭამოთ? იმათხოვრებდით თუ მოიპარავდით?

იცით, რა ემართება ადამიანს, როდესაც მთელი დღე მშიერია? ორი დღე? სამი? და თუ ეს ადამიანები, ათი წლის გოგონა და მისი ცხრა წლის დაიკო არიან? და თუკი საერთოდ, ხუთ ბავშვზეა საუბარი?! ახლავე გიამბობთ! ჩვენ ხომ, ყველაფერს გიამბობთ, ხოლმე.

მარი (10 წლის): პირველ დღეს კიდევ არა უშავდა, უბრალოდ ძლივს დავიძინეთ. სულ პურის სურნელი გველანდებოდა. მეორე დღეს უკვე თავი და მუცელი მტკიოდა. აღარ მახსოვს, რომელი უფრო. საღამოს ტირილი მინდოდა. მაგრამ, ცრემლებს ვიკავებდი, დედიკოს რომ არ ენახა. მე ხომ, ყველაზე დიდი ვარ! მე რომ ტირილი დამეწყო, ყველა ამყვებოდა. მესამე დღეს კი, უკვე ცუდად მესმოდა ყურში და თვალებშიც რაღაც მუქი ლაქები მქონდა.

შემოწირულია

₾12,372.77

დონორი

1103

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

გიო სისაური: „მე მივხვდი! ჩერნოვეცკის ფონდი ვისთანაც მიდის, იმასთან მივა ბედნიერებაც!“

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ვიდეოებსა და პოსტებს მყისიერი რეაქცია მოსდევს ყოველთვის! გიო სისაური მრავალშვილიან ოჯახში იზრდება და მისი ოცნება იყო, საკუთარი დაბადების დღე ტორტით სტუმრებთან ერთად აღენიშნა. ამ პოსტმა სულის სიღრმემდე შეძრა მისი საოცარი მასწავლებელი ანი ბუზალაძე, რომელმაც გიოს თანაკლასელები მაშინვე შეკრიბა. დაბადების დღეზე გიოს მოულოდნელად ესტუმრა მისი კლასი, ყველანი ჩაეხუტნენ და საჩუქრები მიართვეს! ანი მასწ-ის ჟესტმა გული აგვიჩუყა და უდიდეს მადლობას ვუხდით მას. ასევე სიხარულით აცრემლებულნი მადლობას ვუხდით ფონდის ყველა იმ მეგობარს, ვინც მოკლე დროში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სისაურების ოჯახს.

შემოწირულია

₾10,607.80

დონორი

678

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!

წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი, ოპერაცია სასწრაფოდ სჭირდება. ენით აღუწერელია ის საშინელი გრძნობა, როდესაც საკუთარ შვილს ვერ ეხმარები მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გაგაჩნია. ღმერთო! გული მტკივა, ამ სიტყვებს რომ ვწერ, გული მიკვდება დარდით, ჩვენს სახლში ყოველდღე ტირილის და კივილის ხმა ისმის. გოგონას ნორმალურად არც ჭამა, არც წყლის დალევა არ შეუძლია, ტირილიც კი მისთვის საშიშია. საჭმელი და წყალი ცხვირიდან ამოდის და შეიძლება ნებისმიერ წუთს ყელში გაეჩხიროს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩემი პატარა როგორ იტანჯება, საშინელი ხველებით იხრჩობა!“

შემოწირულია

₾9,876.28

დონორი

603

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 6 of 228 items
1 2 3 38